შიგთავსზე გადასვლა
სივრცე
← მთავარი

შეტყობინებები და სარეკლამო წერილები

რედაქცია 1.0, 27 სექტემბერი 2026

მთავარი მოკლედ

  • ახლა SIVRCE აგზავნის მხოლოდ სერვისულ შეტყობინებებს: თქვენს ობიექტზე, განაცხადზე, გადახდაზე, ანგარიშზე.
  • სარეკლამო წერილებს (აქციები, სიახლეები) არ ვაგზავნით. თუ დავიწყებთ — მხოლოდ ცალკე თანხმობით, რომელიც რეგისტრაციისგან დამოუკიდებელია.
  • ყოველ წერილს ქვემოთ აქვს ბმული „გამოწერის გაუქმება“ — ერთი დაჭერით.
  • არხები და სიხშირე — პროფილში: ელ.ფოსტა, ტელეგრამი, შეჯამება დღეში ან კვირაში ერთხელ.

1. სერვისული შეტყობინებები

ეს არის შეტყობინება იმაზე, რაც თქვენს ანგარიშზე ან ობიექტზე ხდება: ახალი შეთავაზება, ვიზიტი, ეტაპი მიღებისთვის, ხარჯთაღრიცხვის ცვლილება, ქვითარი, ანგარიში, შემოწმების შედეგი, მოწვევის პროგრამის ჯილდო. საფუძველი — ხელშეკრულება (პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი, მუხ. 5(1)(ბ)); ეს რეკლამა არ არის.

არხები: შეტყობინება საიტზე, ელ.ფოსტა, SMS, ტელეგრამი და WhatsApp — ბოლო ორი მხოლოდ მაშინ, თუ თავად დააკავშირეთ.

ყველაზე საჭირო (მაგ., „დაადასტურეთ ვიზიტის დრო“) შეიძლება SMS-ით მოვიდეს, თუ ელ.ფოსტა არ გაქვთ ან SMS-ზე უარი არ გითქვამთ.

2. როგორ შეცვალოთ ან თქვათ უარი

  • ელ.ფოსტა: ბმული „გამოწერის გაუქმება“ ყოველი წერილის ბოლოს, ან ფოსტის პროგრამის ღილაკი — ერთი დაჭერა, შესვლის გარეშე. ისევ ჩართვა — პროფილში.
  • სიხშირე: პროფილში — „მაშინვე“, „დღეში ერთხელ“ ან „კვირაში ერთხელ“. სასწრაფო შეტყობინება შეჯამებას არ ელოდება.
  • ტელეგრამი და WhatsApp: პროფილში — გათიშვა.
  • SMS: ხელოსანს — პროფილში. კლიენტს ჯერ გადამრთველი არ აქვს — მოგვწერეთ: hello@sivrcespace.ge, და გავთიშავთ.
  • სერვისულ შეტყობინებაზე უარი საიტზე შეტყობინებას არ აუქმებს: ის რჩება ზარის ხატულაში.

3. სარეკლამო შეტყობინებები

ამჟამად SIVRCE სარეკლამო დაგზავნას არ აკეთებს. თუ დავიწყებთ, ვიმოქმედებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მე-12 მუხლით და ელექტრონული ვაჭრობის კანონის მე-5 მუხლით:

  • მხოლოდ თქვენი თანხმობით — ცალკე ველით, წინასწარ მონიშვნის გარეშე; რეგისტრაცია და სერვისი თანხმობაზე არ იქნება დამოკიდებული;
  • მხოლოდ სახელი, ტელეფონი და ელ.ფოსტა; სხვა მონაცემი — მხოლოდ წერილობითი თანხმობით (მუხ. 12(2));
  • თანხმობამდე და ყოველ წერილში — რომ შეგიძლიათ უარი თქვათ ნებისმიერ დროს და როგორ (მუხ. 12(3));
  • უარი — იმავე არხით, რომლითაც წერილი მოვიდა, მარტივად და უფასოდ (მუხ. 12(5)–(7)); დაგზავნას ვწყვეტთ მაშინვე, არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა (მუხ. 12(4));
  • წერილი აშკარად სარეკლამო იქნება და აშკარად SIVRCE-ის სახელით; აქციისა და საჩუქრის პირობები — ხელმისაწვდომი (ელ. ვაჭრობის კანონი, მუხ. 5(1));
  • თანხმობისა და უარის თარიღს ვინახავთ დაგზავნის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში (მუხ. 12(9)).

4. წერილები ხელოსნებისა და მაღაზიებისგან

ხელოსანს შეუძლია SIVRCE-ით მოგწეროთ თქვენს ობიექტზე. ეს მისი წერილია, არა ჩვენი. სარეკლამო წერილი (აქცია, ახალი მომსახურება) მას შეუძლია მხოლოდ თქვენი თანხმობით — ეს ჩვენს რეკლამის წესებშიც წერია. თუ ხელოსანი ან მაღაზია თანხმობის გარეშე რეკლამას გიგზავნით — მოგვწერეთ.

5. კითხვები

hello@sivrcespace.ge. გიპასუხებთ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

კითხვები ამ დოკუმენტზე

hello@sivrcespace.ge

პლატფორმის ოპერატორი: შპს „მარსთოუნ ჯგუფი“ · ს/კ 405819315 · თბილისი, ვაკის რაიონი, ოთარ თაქთაქიშვილის ქ. N7 · სრული მონაცემები — რეესტრში