როგორ ვადარებთ ფასებს და ვალაგებთ ხელოსნებს
რედაქცია 1.0, 27 სექტემბერი 2026
მთავარი მოკლედ
- ადგილი სიაში, ადგილი ფასების შედარებაში და შემოწმების ნიშანი არ იყიდება. იხდიან მხოლოდ ბანერში, რომელსაც აწერია „რეკლამა“.
- ხელოსნების სია ლაგდება რეიტინგით. რეიტინგი გასწორებულია: სანამ შეფასება ცოტაა, ის პლატფორმის საშუალოსკენ (4,5) იხრება.
- მასალების ფასები — ის, რაც მაღაზიებმა თავად გამოგზავნეს. ვადარებთ მასალის კლასით, თქვენს ქალაქში; პირველი — ერთეულზე იაფი.
- შედარება არ ითვალისწინებს მიწოდებას, მარაგს და ფასდაკლებას — დააზუსტეთ მაღაზიასთან.
- ხარჯთაღრიცხვა — გათვლა ჩვენი სამუშაოების ფასების სიით, არა ხელოსნის შეთავაზება.
1. რა არ იყიდება
ტარიფის გამოწერა და რეკლამა არ ცვლის არც ერთ რიგს: ხელოსნების სიას, ფასების შედარებას, განაცხადების განაწილებას. შემოწმების დონე ფულით არ იძენება — მხოლოდ შემოწმებით. ფასიანი ბანერი დგას ცალკე, სიის გვერდით, და აწერია „რეკლამა“ (იხ. „რეკლამის წესები“).
2. ხელოსნების სია
სიაში მხოლოდ ის ხელოსანია, ვისი ანკეტაც დასრულებულია და SIVRCE-ის ადმინისტრატორმა ნახა, ვინც არ არის შეჩერებული და არ არის სადემონსტრაციო ანგარიში. ფილტრები: ქალაქი, სპეციალიზაცია, მინიმალური რეიტინგი.
რიგი: ჯერ რეიტინგით (კლებით), თანაბარ რეიტინგზე — შეფასებების რაოდენობით.
3. როგორ ითვლება რეიტინგი
შეფასებას ტოვებს მხოლოდ კლიენტი, რომელმაც ობიექტი მიიღო (იხ. „შეფასებების წესები“). ერთი შეფასება ერთ ობიექტზე, 1-დან 5-მდე.
ნაჩვენები რეიტინგი არ არის უბრალო საშუალო. ფორმულა: (4,5 × 5 + შეფასებების ჯამი) ÷ (5 + შეფასებების რაოდენობა). მაგალითი: ერთი „5“ — 4,58, არა 5,0. რაც მეტია შეფასება, მით უფრო ემთხვევა რეიტინგი ხელოსნის საკუთარ საშუალოს.
შეფასების გარეშე ხელოსანს რეიტინგი არ უწერია („შეფასება ჯერ არ არის“), სიაში კი დგას 4,5-ის ადგილზე — არც ზემოთ, არც ქვემოთ.
ყოველი შეფასება — ვარსკვლავებით, თარიღითა და ტექსტით — ჩანს ხელოსნის პროფილზე.
4. შემოწმების დონეები
| დონე | რა შემოწმდა |
|---|---|
| რეგისტრირებული | შემოწმებულია საკონტაქტო და სარეგისტრაციო მონაცემები. |
| დადასტურებული | შემოწმებულია დოკუმენტები, გამოცდილება და დასრულებული ობიექტები. (პირადობა, რეგისტრაცია, ნამუშევრები) |
| სრულად შემოწმებული | დამატებით — SIVRCE-ის ადგილზე შემოწმება. |
დონე სიის რიგზე გავლენას არ ახდენს. ეს არის ის, რაც ჩვენ შევამოწმეთ, და არა გარანტია სამუშაოს ხარისხზე.
5. ვის მიდის განაცხადი
რემონტის განაცხადი მიდის ხუთ ხელოსანს. ქულები: ობიექტის ტიპი, ქალაქი, რეიტინგი, შეფასებების რაოდენობა; ვინც ბოლო 14 დღეში ბევრი განაცხადი მიიღო, ქულა ოდნავ ეკლება — რომ ყოველთვის ერთი და იგივე ხალხი არ იღებდეს. ერთი ადგილი რჩება ახალ ხელოსანს შეფასების გარეშე.
არქიტექტორისა და დიზაინერის განაცხადი მიდის რვა შემსრულებელს ამ სპეციალიზაციით, ჯერ — თქვენი ქალაქიდან.
განაცხადს არ იღებს ხელოსანი, რომელმაც მიღება გამორთო, რომელიც შემოწმებაზეა ან შეჩერებულია, ან რომელსაც SIVRCE-ის ანგარიში 14 დღეზე მეტია გადაუხდელი აქვს და არ ედავება.
ავტომატური შემოწმება: თუ რეიტინგი 3,0-ზე დაბალია 5 და მეტ შეფასებაზე, თუ წლის განმავლობაში სამ და მეტ ობიექტზე ვადები სისტემატურად ირღვევა, ან ორი გადახდა გაუქმდა — ახალ განაცხადებს დროებით აღარ ვუგზავნით, სანამ ადმინისტრატორი არ განიხილავს. სიიდან არ ქრება.
6. მასალების ფასები
- წყარო — მაღაზიის საკუთარი ფასების სია (ფაილი, ფოტო, WhatsApp ან API). SIVRCE ფასს არ იგონებს და არ ასწორებს.
- მიღებისას ვამოწმებთ: პირველ ფასს ერთეული უნდა ჰქონდეს; თავის წინა ფასზე 40%-ზე მეტი ნახტომი და სხვა მაღაზიების მედიანაზე 3-ჯერ მეტი ან ნაკლები ფასი ჩვენებამდე ადამიანის შემოწმებაზე მიდის.
- ვადარებთ მასალის კლასით (მაგ., „ფითხი, სტანდარტი“) — მხოლოდ თქვენს ქალაქში, მხოლოდ მიმდინარე ფასებს წყაროს დოკუმენტით.
- რიგი — ერთეულის ფასით, ზრდადობით. ჩანს დიაპაზონი „დან–მდე“, იაფი მაღაზია ბმულით და კიდევ რამდენი მაღაზია.
- როცა ერთ კლასზე 6 და მეტი შეთავაზებაა, ვაგდებთ მედიანიდან 5-ჯერ მეტად დაშორებულს — ეს თითქმის ყოველთვის შეცდომაა ერთეულში.
- „დადასტურებულია“ ნიშნავს, რომ მაღაზიამ თავად დაადასტურა ფასი ღილაკით „ყველაფერი სწორია“, და არა, რომ SIVRCE-მა შეამოწმა თაროზე. დაუდასტურებელს აწერია „დადასტურებული არ არის · დან <თარიღი>“.
- ფასს, რომელიც 45 დღეზე ძველია, აწერია მისი ასაკი.
- მაღაზია, რომელსაც SIVRCE-ის ანგარიში 14 დღეზე მეტია გადაუხდელი აქვს და არ ედავება, შედარებიდან დროებით ქრება. ეს სანქციაა ვალზე, არა ადგილის გაყიდვა.
- არ ითვალისწინებს: მიწოდებას, მარაგს, ფასდაკლებას, ბრენდს კლასის შიგნით. „ყველაზე იაფი“ ნიშნავს მხოლოდ ერთეულის ფასს იმ დღეს, რაც აწერია.
7. ხარჯთაღრიცხვა და „ბაზრის ფასები“
ხარჯთაღრიცხვა და გვერდი „ბაზრის ფასები“ აგებულია SIVRCE-ის სამუშაოების ფასების სიით (სამუშაო და მასალა ცალ-ცალკე, სტანდარტული კლასი, თბილისი). ეს საორიენტაციო გათვლაა; ზუსტ ფასს ხელოსანი ასახელებს დათვალიერების შემდეგ. ფასების სიის ცვლილება ხარჯთაღრიცხვებს ცვლის; ხელოსნის შეთავაზებას — არა.
8. თუ ფასი ან რეიტინგი არასწორია
მოგვწერეთ „საჩივრები და დავები“-ს წესით. მაღაზიას ფასის შესწორება შეუძლია კაბინეტში; ხელოსანს — შეფასებაზე საჩივარი.
კითხვები ამ დოკუმენტზე
პლატფორმის ოპერატორი: შპს „მარსთოუნ ჯგუფი“ · ს/კ 405819315 · თბილისი, ვაკის რაიონი, ოთარ თაქთაქიშვილის ქ. N7 · სრული მონაცემები — რეესტრში